მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი

OLYMPUS DIGITAL CAMERA

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა სოფელ მარტყოფში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა. მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მისი დასრულება  მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. საზოგადოებრივი ცენტრი მოემსახურება , როგორც მარტყოფის ისე მიმდებარე სოფლის მოსახლეობას და 200-ზე მეტ სერვისთან ერთად,  ელეტრონული ბიბლიოთეკით, სხვადასხვა სახის შეხვედრებისთვის განკუთვნილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საშუალებასაც მიცემს.