ტრეინინგები მაღალმთიანი დასახლებების მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის

017-12 დეკემბერს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით, ჩაატარეს ტრენინგები. ტრეინინგებში მონაწილეობა მიიღეს მაღალმთიანი დასახლებების მქონე 40 მუნიციპალიტეტის 80-მა თანამშრომელმა.

ტრენინგების მიზანი იყო მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროცესებში ჩართული  მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა ცოდნის ამაღლება მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის პროცედურებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში და ელექტრონული რეესტრის წარმოების შესწავლა.

კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ 2015 წლის 16 ივლისს არის დამტკიცებული და 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის აღრიცხვა და შესაბამისი ელექტრონული რეესტრის წარმოება სწორედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა განახორციელოს მუნიციპალიტეტებთან ერთად. ამასთან,  სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს დავალებული აქვთ გარკვეული ღონისძიებების განხორციელება, რათა დროულად მოხდეს პირველადი რეესტრის შესაქმნელად საჭირო მონაცემების ფორმირება.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში, სსგს პროექტი „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში აქტიურად მუშაობს ელ. მმართველობის განვითარების კუთხით. შედეგად პროექტის საპილოტე მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემისა და მუნიციპალური სერვისების მართვის სისტემის (მმს) დანერგვა.