მიგრაციისა და თავშესაფრის პანელის შეხვედრა თბილისში

01თბილისში 26-27 ნოემბერს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი პლათფორმის მიგრაციისა და თავშესაფრის პანელის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე განსახილველი ძირითადი საკითხი იყო ოჯახის გაერთიანების პრინციპთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები და პრაქტიკა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მოწვეულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა მხრიდან, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ოჯახის გაერთიანების საკითხებთან მიმართებაში მათ კომპეტენციას მიკუთვნებული თემატიკის ირგვლივ. კონფერენციის მონაწილე მხარეებმა ასევე, განიხილეს ამ თვალსაზრისით არსებული თანამედროვე გამოწვევები.

შეხვედრა ევროკომისიის მიერ იყო ორგანიზებული, ჩეხეთის, შვედეთის შესაბამის უწყებებთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან თანამშრომლობით. ღონისძიებაში, მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება ოჯახის გაერთიანების საკითხი და ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებათა კოორდინირება.