მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა

kompiuterebiადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის ხელშეწყობის მიზნით, ცხრა საპილოტე მუნიციპალიტეტს დამატებით 58 მრავალფუნქიური პრინტერი გადაეცა.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო – ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით „ელექტრონული მმართველობის დანერგვა  ადგილობრივ თვითმმართველობებში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შერჩეულია ცხრა საპილოტე მუნიციპალიტეტი (მცხეთა, ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი, ყვარელი,  ქალაქი გორი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ), სადაც  საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს.

პროექტის რეალიზების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისები ელექტრონული ფორმატით გაიცემა. აღნიშნული სისტემების დანერგვის შედეგად, გაწეულ მომსახურებაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება,  მომსახურების მიღების ვადები შემცირდება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი  უფრო გამჭვირვალე გახდება.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება პროექტის – „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ – ფინანსური მხარდაჭერით და ცხრავე საპილოტე მუნიციპალიტეტს  ჯამში  155 კომპიუტერი და 78 პრინტერი გადაეცემა.