მცხეთის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზურაბ აბესაძეს 20 კომპიუტერი და ორი პრინტერი პირადად გადასცა. ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა არაბული დაესწრო.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით „ელექტრონული მმართველობის დანერგვა  ადგილობრივ თვითმმართველობებში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შერჩეულია ცხრა საპილოტე მუნიციპალიტეტი (მცხეთა, ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი, ყვარელი,  ქალაქი გორი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ), სადაც  საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისების გაცემა ელექტრონულ ფორმატში მოხდება. აღნიშნული სისტემების დანერგვის საშუალებით გაწეულ მომსახურებაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება,  მომსახურების მიღების ვადები შემცირდება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი  უფრო გამჭვირვალე გახდება.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება პროექტის „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ ფინანსური მხარდაჭერით და ცხრავე საპილოტე მუნიციპალიტეტს  მუნიციპალიტეტს ჯამში  155 კომპიუტერი და 78 პრინტერი გადაეცემა.