პოეზიის საღამო საზოგადოებრივ ცენტრებში

u20 და 21 აგვისტოს ორსანტიის, მუხაესტატეს და ქვემო ნატანების საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით და ორგანიზებით პოეზიის საღამოები გაიმართა. მე-13 თვის პოეტებთან ერთად საღამოებში მონაწილეობა ადგილობრივმა პოეტებმაც მიიღეს. შეხვედრების შემდეგ მე-13 თვის პოეტებმა სამივე ცენტრის ბიბლიოთეკას საკუთარი ლექსების კრებული საჩუქრად გადასცეს.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.