პროექტი „ერთად შევეგებოთ ევროპას“ ნიგოითის საზოგადოებრივ ცენტრში

01

ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია.

საზოგადოებრივ ცენტრში შეკრებილმა ახალგაზრდებმა ნახეს თომა ჩაგელიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ‘მოგზაურობა ევროპაში’. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების შესახებ.

საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა წიგნები ‘მოდი გავიცნოთ ევროპა!’ და ევროპის პოლიტიკური რუკა. შეხვედრა მოეწყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭრით.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.