ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი გამართა

15168826_1078855942237045_2904910007698333396_oსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი გამართა და მათ სააგენტოში მიმდინარე პროექტებისა და სიახლეების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინა.
შეხვედრა ორი დღის განმავლობაში თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისში“, მიმდინარეობდა.
სემინარი მისასალმებელი სიტყვით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობის, საზოგადოებრივი ცენტრებისა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ორდღიანი საინფორმაციო სემინარი 20 ნოემბერს დასრულდა.
ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ჩატარდა.