რეგიონული განვითრების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხილვა

29 მაისს, მანგლისში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრში, სიდამ ,,პროექტის საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებში“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრაზე განხილული იქნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითრების სტრატეგიის 2015–2017 წლების სამოქმედო გეგმა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ გეგმის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს, შემდეგ კი, დისკუსიისას, ემსჯელათ მათ მიზანშეწონილობაზე და ასევე წამოეყენებინათ მათი თემის განვითარებისათვის საჭირო ახალი პრიორიტეტები და იდეები.

პროექტს ,,საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა რეგიონულ დაგეგმარებაში” ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“ და სამოქალქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
პროექტი ხორციელდება „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით