რეგიონული კონფერენცია ცირკულარული მიგრაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით

OLYMPUS DIGITAL CAMERA

2015 წლის 20-21 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა ორდღიანი რეგიონული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვას სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების გაზიარებას ცირკულარული მიგრაციის შრომითი სქემების მართვისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე. კონფერენცია გაიმართა პროექტის -„ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში მიზნობრივი ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით“ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს თანადაფინანსებით. გერმანიასა და საქართველოს შორის ცირკულარული მიგრაციის საცდელი სქემის განვითარება და განხორციელება პროექტის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს. მიგრაციის ძირითადი ფაზების განხორციელებისას მიღებული წინასწარი შედეგების განხილვა გაიმართა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების პერსპექტივიდან, რომლებსაც წარმოადგენდნენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, მონაწილე მიგრანტები თუ ქართველი და გერმანელი დამქირავებლები. საქართველოსა და გერმანიას შორის მიმდინარე პროექტის წინასწარიეგების გაცნობის შემდეგ, საკუთარი გამოცდილება შრომითი მიგრაციის სქემების ჩამოყალიბება-განვითარების საკითხებში სომხეთისა და მოლდოვას დელეგაციებმაც წარმოადგინეს. ამრიგად, კონფერენციამ ხელი შეუწყო მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს შორის კონტაქტებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას.

ევროკავშირის პროექტი ხორციელდება პარტნიორების მიერ: საერთაშორისო მიგრაციის ცენტრი (CIM), სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო/მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოაციაცია (GSMEA).