რუსთაველის გამზირზე, მიჯნურობის ხეივანში, ქორწინების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

4დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს – 26მაისს – რუსთაველის გამზირზე „მიჯნურობის ხეივანში“ ქორწინების რეგისტრაცია გაიმართა. დაქორწინებულ წყვილს – სალომე სოხაძესა დაალექსანდრე გვასალიას- საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებულიქორწინების მოწმობა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადასცა. ქორწინებისმოწმობის ყდაზე დატანილია სპეციალური შინაარსის ინფორმაცია:
„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“
მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!
ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

საქართველოსდამოუკიდებლობის აღდგენის 26წლისთავისაზეიმოდ აღინიშნადა წელსდაგეგმილი ყველა ღონისძიება შოთარუსთაველის 850 წლისიუბილეს მიეძღვნა. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით,ანალოგიური სპეციალური მოწმობები გასულ წელს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავზეც
გაიცა. 26 მაისს დაბადებული ახალშობილებისთვის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დამზად და დაბადების მოწმობები, რომელთა ყდაზე დატანილია
შემდეგი ინფორმაცია: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს“. ასეთი მოწმობები საქართველოს მასშტაბით 26 მაისს დაბადებული 127 ახალშობილის მშობლებს გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ქორწინებისა და დაბადების მოწმობების განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი 2014 წელს შემუშავდა. ქორწინების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსახლეობის სურვილის
გათვალისწინებით გამოსცა.