საზაფხულო კინოჩვენება სოფელ ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში

uსახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტომ, სოფელ ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში საზაფხულო კინოჩვენება მოაწყო.კინოჩვენება პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების სხვადასხვა, მათთვის საინტერესო მიმართულებებით  განვითარება წარმოადგენს.

ასაკობრივი კატეგორიისა და ინტერესების გათვალისწინებით შერჩეული ფილმი „Pursuit of Happiness”,  მართლაც ყველასთვის საინტერესო გამოდგა. ჩვენებას უმარავი, სხვადასხვა ასაკის, სოფელში მცხოვრები თუ დასასვენებლად მყოფი ახალგაზრდა დაესწრო.

ჩვენების დასრულების შემდეგ, ფილმზე მსჯელობამ დისკუსიის ფორმატი მიიღო და საინტერესო განხილვით დასრულდა. კონოჩვენებაზე მყოფი ახალგაზრდები გვიან ღამით დაიშალნენ.

კინოჩვენებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში სექტემბერშიც გაგრძელდება