საინფორმაციო სემინარი ჟურნალისტებისთვის

01სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი გამართა და მათ სააგენტოში მიმდინარე პროექტებისა და სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრა 2 დღის განმავლობაში ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობდა. მედიის წარმომადგენლებმა სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციების ლაბორატორიის ვორქშოპშიც მიიღო მონაწილეობა. სემინარის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტებისთვის ღვინის ტური მოეწყო, მოგვიანებით კი მედიის წარმომადგენლები სოფელ შილდაში გამართულ საზოგადოებრივი ცენტრების იუბილეს დაესწრნენ.