საინფორმაციო შეხვედრა საზოგადოებრივ ცენტრებში

012015 წლის 4 და 5 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-ნმა გრიგოლ გიორგაძემ, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის რეგიონში, სართიჭალას, კაზრეთის, მეჯვრისხევის, გომის და რუისის საზოგადოებრივ ცენტრებში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერას 2011 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით, ხოლო პირველად 2015 წელს,  სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განახორციელებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას. პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება.

შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია ლეგალური მიგრაციის გზებზე, არალეგალური მიგრაციის (მათ შორის, ტრეფიკინგის საფრთხეებზე) და ოჯახში ძალადობის პრობლემურ საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ ქვემო ქართლის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.