საინფორმაციო შეხვედრა სოფელ მანგლისსა და კოდაში

01ქვემო ქართლის რეგიონში, სოფლების მანგლისისა და კოდის საზოგადოებრივ ცენტრებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეიტნეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

პირველად 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას განახორციელებს.

პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება.

შეხვედრაზე განიხილეს ქვემო ქართლის მხარეში არსებული რესურსები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებას.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხელ სარჯველაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.