საკონსულტაციო შეხვედრები – პრესონალური ინფორმაციის დაცვა

OLYMPUS DIGITAL CAMERA

1 დან 3 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიმართულებით საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება. შეხვედრას   ესტონელი ექსპერტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში ურმას კუკი  (Urmas Kukk) გაუძღვება.

კონსულტაციებისთვის ის ძირითადი საკითხები შეირჩა, რომლებიც, როგორც საქართველოსთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.

„კონსულტაციების მიზანს პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა და გაზიარება წარმოადგენს.  შეხვედრისთვის შერჩეულია ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელთა ცოდნა  ჩვენი მუშაობისთვის  მნივნელოვანი და აქტუალურია. სერვისების განვითრების სააგენტო მუდმივად ორიენტირებულია, რომ შესაბამისობაში იყოს როგორც კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან, ამდენად ეს საკონსულტაციო შეხვედრა ჩვენთვის მაღალი მნიშვნელობისაა,“- განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვთარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.

საკონსულტაციო შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორისაა ისეთი საკითხები როგორებიცაა:   პირადი ცხოვრების ფილოსოფია, პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისტორია, ინდივიდთა უფლებები,   პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპები, მიუკერძოებელი და კანონისმიერი მონაცემთა დამუშავება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა ავტომატური დამუშავება, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები,    პერსონალურ მონაცემთა მიმოცვლა და  ადამიანის უფლებების ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი მონაცემთა დაცვის მიმართულებით.