სანოტარო სერვისები სართიჭალას საზოგადოებრივ ცენტრში

1

სართიჭალას საზოგადოებრივ  ცენტრში  სანოტარო სერვისებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია

დღეიდან, სართიჭალას საზოგადოებრივ ცენტრში, მოსახლეობა სანოტარო სერვისების მიღებას სოფლიდან გაუსვლელად შეძლებს.  ნოტარიუსის ოფისი, საზოგადოებრივ ცენტრში განთვსდება და ადგილობრივ მოსახლეობას კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით მოემსახურება.

საზოგადოებრივ ცენტრში,  სანოტარო მომსახურების მისაღებად ყველა პირობა შექმნილია, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ნებისმიერი სანოტარო მომსახურება, მათ შორის ონლაინ სერვისებიც შეუფერხებლად მიიღოს. კერძოდ, მომხმარებელთა  უცხოეთში მყოფ ნათესავებსა და ახლობლებს  უკვე შეეძლებათ, საზოგადოებრივ ცენტრში მყოფ ნოტარიუსს  სკაიპის მეშვეობით დაუკავშირდნენ და დაამოწმონ მინდობილობა ან თანხმობა.

სართიჭალას საზოგადოებრივი ცენტრის გარდა, სანოტარო სერვისებით სარგებლობა კიდევ ხუთ საზოგადოებრივ ცენტრშია შესაძლებელი, მათ შორის: ფოკაში, კოდაში,  ყვარელწყალში,  მეჯვრისხევსა  და მუხაესტატეში. სამომავლოდ, სანოტარო სერვისების დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა,  დანარჩენ, სხვადასხვა რეგიონში მდებარე  საზოგადოებრივ ცენტრებშიც იგეგმება.

საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეუძლება, რაც მათ რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს. საზოგადოებრივი ცენტრის საშუალებით,  დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებით სარგებლობა ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი.

საქართველოს მასშტაბით ამჟმად 23 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ცენტრების მეშვეობით უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალას, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდას, ფოკას, ნიგოითის, ჯვარის, შორაპანის, ყვარელწყალის/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშას, კაზრეთის და შილდას მოსახლეობას.