საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი

pasportiსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2010 წლის 15 აპრილიდან, საქართველოში ICAO სტანდარტის (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა.

საქართველოს მოქალაქის პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით. პასპორტის შენახვისა და დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ მფლობელს.

მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტიაპასპორტია, რომლის გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას.  ე.წ „არაბიომეტრიული პასპორტისგან“ განსხვავებით, ბიომეტრიულ პასპორტს ასევე გააჩნია ელექტრონული მატარებელი, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტის იმგვარ დაცვას, რომ მისი გაყალბება პრაქტიკულად სრულიად გამოირიცხოს. ელექტრონულ მატარებელზე დაცული ფორმითაა დატანილი (ჩაწერილი) მფლობელის პერსონალური მონაცემები. დამატებით, ელექტრონულ მატარებელზე ასევე ინახება მფლობელის თითის ანაბეჭდები, რომლებიც დანარჩენ მონაცემებზე უფრო მაღალი სტანდარტითაა დაცული და მათი ამოკითხვა მხოლოდ სპეციალურ შემთხვევებში (მაგ., საზღვრის კვეთისას) არის შესაძლებელი. ბიომეტრიული პასპორტების გაცემის სისტემაზე გადასვლამ მნიშვნელოვნად აამაღლა საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხი.

ბიომეტრიული პასპორტის გაუმჯობესებისათვის სერვისების განვითარების სააგენტომ და იუსტიციის სამინისტრომ მრავალთვიანი მოლაპარაკებები და მუშაობა გასწია მწარმოებელ კომპანიასთან.

მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2016 წლის ივნისიდან იბეჭდება მნიშვნელოვანად გაუმჯობესებული პასპორტები, კერძოდ:

  • პასპორტის ყდა გახდა უფრო მოქნილი, შეიცვალა ნაკლებად მტვრევადი მასალით, საღებავი არის უფრო მდგრადი;
  • გაუმჯობესებულია ყდისა და შიდა გვერდების გადაბმის (მიკერებისა) ადგილები. პასპორტი აღარ იშლება ფურცლებად.
  • პასპორტები არ იბეჭდება საქართველოში. მათს ბეჭდავს მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანია „ობერტური“, რომელიც მრავალი ევროპული, აზიური და სხვა ქვეყნების პასპორტებსა და მნიშვნელოვან დოკუმენტაციას ბეჭდავს და აქვს ამისი მრავალწლიანი გამოცდილება და სანდოობა.