სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

IMG_5840ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს იმ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს, რომლის მიღებაც ადგილობრივ მოსახლეობას საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლია.

მემორანდუმის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საზოგადოებრივ ცენტრებში  შპს „მექანიზატორის“ სერვისებთნ ერთად,  კონსულტაციის მიღებაც იქნება შესაძლებელი.  კონსულტაცია მოიცავს ისეთ აქტუალურ მიმართულებებს, რომელიც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერასთან და საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

მემორანდუმის ფარგლებში გავრცელდება საინფორმაციო ბროშურები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების, მცენარეთა დაცვის, ცხოველთა მოვლის, ნიადაგის დამუშავების თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიების შესახებ. ასევე მოეწყობა საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები მოსახლეობასთან.

კონსულტაციები კი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: შესაბამის პროგრამებსა და პროექტებზე პასუხისმგებელი პირების და ორგანიზაციების საკონტაქტო მონაცემების მიწოდება; ინფორმირება სამინისტროს, მისი სისტემის ორგანიზაციების და სერვისების მიმწოდებელი სამსახურების საკონტაქტო მონაცემების შესახებ; სამინისტროს ეგიდით მიმდინარე პროგრამების და პროექტების შესახებ; შესაბამის პროგრამებზე და პროექტებზე პასუხისმგებელი პირების და ორგანიზაციების საკონტაქტო მონაცემების შესახებ; სამინისტროს, მისი სისტემის ორგანიზაციების და სერვისების მიმწოდებელი სამსახურების საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ფოტო გალერეა