სერვისების განვითარების სააგენტო GITI 2016-ის 2 ჯილდოს მფლობელი გახდა

14962620_1068300263292613_432683587029450091_nიუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონალურ კონფერენცია-კონკურსზე 2 ჯილდოს მფლობელი გახდა.
სერვისების განვითარების სააგენტომ პირველი ჯილდო ყველაზე ინოვაციური ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებისათვის, ხოლო მეორე ჯილდო ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტისათვის მოიპოვა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია GITI 2016 წლის 10-11 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. ღონისძიებამ, რომელმაც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, წელს რეკორდული რაოდენობის მონაწილეს უმასპინძლა. კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა.
ღონისძიება ტრადიციულად წლის საუკეთესო IT პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. წელს 15 ნომინაციაში საჯარო და კერძო სექტორის 50-მდე IT პროექტი იყო წარდგენილი.
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონალური კონფერენციები, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბინზესსაბჭოს ორგანიზებით, 2008 წლიდან ტარდება. ამ პერიოდიდან სერვისების განვითარების სააგენტო კონფერენციის მუდმივი მონაწილე და IT პროექტების კონკურსის არაერთი ნომინაციის გამარჯვებულია. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ სერვისების განვითარების სააგენტო 2011 წლის ღონისძიების მთავარი ჯილდოს „წლის საუკეთესო IT სააგენტოს“ მფლობელია.