ტრენინგი ოთხი რეგიონის ბიბლიოთეკარებისთვის

01სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის,  „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში,  4 რეგიონის ბიბლიოთეკარებისთვის ტრენინგები დაიწყო.    ტრენინგები  იუსტიციის სასწავლო ცენტრში  23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკარებმა უკვე გაიარეს ტრენინგების სამი ფაზა.

„ამ ეტაპზე ტრენინგები ოთხი რეგიონის ბიბლიოთეკარებს, 16 ადამიანს უტარდება . მათ უკვე გაიარეს ტრენინგების სამი ფაზა, 20-23 აგვისტოს კი ტრენინგების დასკვნითი, მეოთხე ფაზა ჩატარდება.   ტრენინგების ძირითადი მიზანი,  ბიბლიოთეკარებში ისეთი უნარების გამომუშავებაა, რომელიც მათ  რეგიონულ ბიბლიოთეკებში სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ. ასევე ექნებათ შესაძლებლობა  IT უნარებში  სოფლის მოსახლეობისთვის ტრენინგებიც ჩაატარონ, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.

ამავე დროს, ტრენინგების შემდეგ, ბიბლიოთეკარებს უკვე თვისუფლად და დამოუკიდებლად  შეეძლებათ  საპროექტო განაცხადით მუნიციპალიტეტისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის მიმართვა,  გაერკვევიან რა არის ინფორმაციის თავისუფლება და პროექტიული გამჭვირვალობა,  შეძლებენ  მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობის პარალელურად ბიბლიოთეკაში არსებული IT ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტი განახორციელონ.

პროექტი  “საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“, დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება.