„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენციის გახსნის ცერემონია დასრულდა.

11110871_816422068406376_3807228759071392240_oკონფერენციის დელეგატებმა სამუშაო სესიები დაიწყეს. 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები სამთავრობო უწყებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ღია და გამჭვირვალე მმართველობის საკითხებზე ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
ქართული მხარე სამუშაო სესიაზე „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის შესახებ ისაუბრებს. ღია მმართველობის ფორუმის ფარგლებშიც მთავრობა უწყვეტი დიალოგის რეჟიმშია არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებასთან. ამდენად, ის მმართველობაში მოქალაქეების ჩართულობისა და მონაწილეობის სამაგალითო მექანიზმია არაერთი ქვეყნისათვის.
სპეციალურად კონფერენციისათვის საქართველოს ესტუმრნენ საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების გამარტივების დარგში ტიერი მანდონი; „OGP“-ის სამდივნოს დირექტორის მოადგილე ჯოზეფ პაუელი; აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, თურქეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, რუმინეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდის, მონტენეგროს, მალტის, იორდანიის, ირლანდიის, უნგრეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის დელეგაციები.
კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ სტუმრებმა საკონფერენციო სივრცის შოურუმები დაათვალიერეს, სადაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა ექვსმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, მთავრობის ადმინისტრაციამ, საჯარო სამსახურის ბიურომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტრონული სერვისები წარმოადგინეს.
დღესვე, „ღია მმართველობის პარტნიორობის” კონფერენციის ფარგლებში, საქართველომ და საფრანგეთმა თანამშრომლობის დოკუმენტები გააფორმა. ქართული მხრიდან დოკუმენტებს ხელი მოაწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ხოლო ფრანგული მხრიდან − საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების გამარტივების დარგში ტიერი მანდონიმ.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია მუშაობას ხვალ, 4 ივნისს, დაასრულებს.

ფოტო გალერეა