ყატარის დელეგაცია სერვისების განვითარების სააგენტოში

ყატარის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, დღეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრისა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოების საქმიანობას გაეცნო.
დელეგაციის მიზანი იყო გაცნობოდნენ საქართველოში დანერგილ სახელმწიფო სერვისების მოდელს და იმ მომსახურებებს, რასაც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციები მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს სთავაზობს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთესად გაცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს.
ამავე დელეგაციის წევრებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარუდგინეს, მომსახურებებთან და ზოგადად სერვისების მიწოდების სფეროში დანერგილ მოდელთან დაკავშირებით.
ყატარის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრები, 19 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვევიან. ქართული მხარე სტუმრებს საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციასა და მუშაობის სპეციფიკას გააცნობს.