ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი

01სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი  ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის მიზანს  სააგენტოს საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა. დელეგაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია სულავამ უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი თემები სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობას და მის მიერ განხორციელებულ პროექტებს მოიცავდა. სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად, სტუმრები იუსტიციის სახლის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობასაც გაეცნენ.