ყრუ და სმენადაქვეითებულები პირები დღეიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებით დისტანციური მომსახურებით ისარგებლებენ.

 11167793_724700790985897_4828910203566749215_nყრუ და სმენადაქვეითებულები პირები დღეიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებით დისტანციური მომსახურებით ისარგებლებენ.
ახალი სერვისის პრეზენტაცია,  დღეს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა გამართა. აღნიშნულ ღონისძიებას  საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტი ამირან ბატატუნაშვილი დაესწრო.

სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ინიციატივით, 5 მაისიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ 31 სახელმწიფო სერვისის მიღებას.  შემუშავებული პროექტის კონცეფცია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის  სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

დღეიდან ყოველ სამუშაო დღის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე ყრუ და სმენადაქვეითებულები პირები შეძლებენ განაცხადი გააკეთონ ისეთი სერვისების მიღებაზე, როგორიც არის: განმეორებითი ბიომეტრიული პასპორტის, დაბადების, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის ან/და გვარის შეცვლის განმეორებითი მოწმობის  მიღება და სხვა.
აღნიშნული სერვისებით სარგებლობის მსურველებს საშუალება აქვთ კონსულტაციის მისაღებად სკაიპის მეშვეობით sda.ge დაუკავშირდნენ დისტანციური სერვისების
სამსახურს და მათ კონსულტაციას  კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე გაუწვენ.
აღსანიშნავია, საქართველოს პრიორიტეტად აღიარებულია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება, რაც ასევე მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროების იდენტიფიცირებაზე და უკვე დაგეგმილია სერვისების ადაპტირება უსინათლოებისათვის.

ფოტო გალერეა