შეხვედრა ალბანეთის დელეგაციასთან

01სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  თავმჯდომარე შიო ხეცურიანი იუსტიციის სამინისტროში იფიციალური ვიზიტით მყოფ ალბანეთის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე სერვისების განვითარების სააგენტოს იმ გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს, რომელიც ალბანეთის მხარეს სამომავლო გეგმების განხორციელებაში დაეხმარება.

შეხვედრის შემდეგ  ალბანეთის დელეგაციამ სართიჭალას საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა. დელეგაცია ადგილზე გაეცნო იმ 200-მდე სერვისს, რომლის მიღებაც ადგილბრივ მოსახლეობას საზოგადოებრივ ცენტრში შეუძლია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა  და ალბანეთის ინოვაციების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ქართული დელეგაცია უკვე იმყოფებოდა ალბანეთში.