შეხვედრა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის წარმომადგენლებთან

01დიმიტრი ცინცაძის ფონდმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ფონდში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თანხებს რიცხავს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს ფონდის წარმომადგენლებმა ფონდში გადარიცხული თანხების შესახებ ანგარიში წარუდგინეს. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის წარმომადგენლებმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მადლობა გადაუხადეს ფონდის მუშაობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გამო.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი 2013 წლის 11 აპრილს კოლეგა ტელეოპერატორ დიმიტრი ცინცაძის გადასარჩენად გაერთიანებულმა ჟურნალისტებმა დააფუძნეს. მოგვიანებით თავად ცინცაძის ხელმძღვანელობით ჟურნალისტებმა ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სიცოცხლის გადასარჩენად დაიწყეს ბრძოლა.
დაარსებიდან დღემდე ფონდი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის 116 ბავშვს დაეხმარა. ბენეფიციართა კვლევებზე თვეში, დაახლოებით, 50 000 ლარი იხარჯება. ფონდის მიერ გაღებული თანხა 1 500 000 ლარს შეადგენს