შეხვედრა კოლუმბიის დელეგაციასთან

4I4A2590სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი იუსტიციის სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კოლუმბიის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემები სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობას და მის მიერ განხორციელებულ პროექტებს მოიცავდა. საუბარი შეეხო საზოგადოებრივ ცენტრებს, ექსპრეს საზოგადოებრივ ცენტრებს და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც სახელმწიფო სერვისების მიწოდების მაქსიმალურად გამარტივების მიზნით ხორციელდება.