შვედეთის გეტებორგის საერთაშრისო ურთიერთობათა საზოგადოების სტუდენტების სტუმრობა

01სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შვედეთის გეტებორგის საერთაშრისო ურთიერთობათა საზოგადოების სტუდენტებს უმასპინძლა.  საქართველოში მათი ვიზიტის მიზანს  ქვეყანაში მიმდინარე და გატარებული რეფორმების გაცნობა წარმოადგენდა.

სტუდენტები აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის სახლის მუშაობის ძირითად კონცეფციას გაეცნენ და სერვისცენტრის მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს.

იუსტიციის სახლში ტურის დასრულების შემდეგ, გეტებორგის საერთაშრისო ურთიერთობათა საზოგადოების სტუდენტებს სერვისების განვითარების სააგენტოს ძირითადი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.