შვედეთის დეგელაცია საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობას გაეცნო

sida  -

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებმა გომის  საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს. ისინი საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობასა და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ.

სტუმრებს უმასპინძლეს საზოგადოებრივი პროექტის – ”ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში” – დირექტორმა მარიამ ძაგნიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა ელენე რომელაშვილმა.

საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციის გაცნობის შემდეგ სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებსაც გომის საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს. ამავე შეხვედრაზე განიხილეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (sida) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტიც.