შილდის  საზოგადოებრივ ცენტრში მსახიობ მურმან ჯინორიას პოეზიის საღამო გაიმართა

12983944_1713478895575705_520314671317955850_oსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, შილდის საზოგადოებრივ ცენტრში მსახიობმა მურმან ჯინორიამ პოეზიის საღამო გამართა.

მურმან ჯინორიას შემოქმედების მოყვარულებს, სოფლად მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, საშუალება ჰქონდა ორი საათის განმავლობაში მოესმინათ კლასიკოსი მწერლების გენიალური პოეტური ქმნილებები.

მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატი მაყურებლის წინაშე მონოსპექტაკლითაც წარდგა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ანალოგიური ღონისძიებების ორგანიზებას კვლავაც განაგრძობს და უახლოეს დღეებში სხვა სოფლებში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებშიც მოეწყობა ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები.