წიგნები და ტექნიკა ზუგდიდის ბიბლიოთეკისთვის

01სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“  ფარგლებში, ზუგდიდის ბიბლიოთეკას წიგნები, და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

ზუგდიდის ბიბლიოთეკა, პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ საპილოტე ფაზაში ნუკრიანის და ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრებთან ერთად ჩაერთო.

პროექტი  “საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება.