წიგნები და ტექნიკა ხულოს ბიბლიოთეკისთვის

OLYMPUS DIGITAL CAMERA

სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“  ფარგლებში, ხულოს ბიბლიოთეკას წიგნები, კომპიუტერები, პროექტორები და სხვა საჭირო ტექნიკა გადასცა.

ხულოს ბიბლიოთეკა, პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ საპილოტე ფაზაში ნუკრიანის და ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრებთან ერთად ჩაერთო.

„მოხარული ვართ, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს,  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით საშუალება მიეცა ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ბიბლიოთეკების განვითარებას. ხულოსა და ზუგდიდის ბიბლიოთეკა ჩავრთეთ პროექტის საბიბლიოთეკო კომპონენტში, შევისყიდეთ მათთვის წიგნები, კომპიუტერები და აუცილებელი ტექნიკა. ამავე დროს  ხულოსა და ზუგდიდის ბიბლიოთეკარებმა, სხვა კოლეგებთან ერთად  გაიარეს ტრენინგების ოთხი ეტაპი. ტრენინგების შემდეგ, ბიბლიოთეკარებს უკვე დამოუკიდებლად  შეუძლიათ  საპროექტო განაცხადით მუნიციპალიტეტისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის მიმართვა,  შეძლებენ  მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობის პარალელურად ბიბლიოთეკაში არსებული IT ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტი განახორციელონ,“ – განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა

პროექტი  “საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება.