11 ოქტომბერს იუსტიციის დღე აღინიშნა

22382395_1414770701904840_4436857389952858343_oპროფესიული დღესასწაული იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში აღნიშნეს. იუსტიციის დღე მათ მინისტრმა თეა წულუკიანმა მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, აგრეთვე იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: ალექსანდრე ბარამიძე, მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე.

იუსტიციის დღე საქართველოში 1918 წლის 11 ოქტომბრიდან აღინიშნება. სწორედ 11 ოქტომბრის კანონით დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან დაარსდა საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებდა კანონმდებლობის კოდიფიკაციასა და “კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულის“ ოფიციალურ გამოცემას.