სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ

17500494_10155231300900625_1402430177_oსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები 13-დან 17 მარტამდე, სასწავლო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ. სასწავლო ვიზიტის მიზანი აშშ-ს საჯარო და კერძო სექტორში არსებული ინოვაციური სახელმწიფო სერვისების, ინოვაციების ეკოსისტემისა და ინოვაციების მართვის მოდელების გაცნობა იყო.

შეხვედრები გაიმართა სამთავრობო და არასამთავრობო ინოვაციური ლაბორატორიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელს უწყობენ სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების პროცესში მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის უზრუნველყოფას. კერძოდ, სსგს-ს თანამშრომლებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ საჯარო პოლიტიკის ლაბორატორიის, ქცევითი შეფასების გუნდის (აშშ-ს ოფისი), სამთავრობო ლაბორატორიის, ნიუ იორკის უნივერსიტეტის ურბანული მეცნიერების და პროგრესის ცენტრის საქმიანობას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

შეხვედრები გაიმართა ასევე საჯარო უწყებებთან – ნიუ-იორკის მერიის ტექნოლოგიების და ტექნოლოგიების ოფისის და ურბანული მომავლის ლაბორატორიის წარმომადგენლებთან. სააგენტოს თანამშრომლებმა შეისწავლეს მათი მუშაობის სპეციფიკა, გაეცნენ ინოვაციების მართვის მოდელებს, საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) საუკეთესო მაგალითებს და პროექტების ინიცირებისა თუ განხორციელების მეთოდოლოგიებს.

შეხვედრების ფარგლებში ასევე ჩატარდა პრეზენტაცია სსგს-ში არსებული ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ. მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი მხრიდან გამოითქვა მომავალში თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი. სასწავლო ვიზიტის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სააგენტოს თანამშრომლებს ხელს შეუწყობს ინოვაციების მართვის პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებაში და სამოქმედო გეგმის შედგენაში.

სასწავლო ვიზიტი განხორციელდა პროექტის „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით.