სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის დელეგაცია ეწვია.

1სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანს სააგენტოს საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა. აზერბაიჯანის დელეგაციას მიგრაციის პოლიტიკისა და იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსი, ვაჰიდ გარამანოვი, ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობასა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. გაიმართა პრეზენტაცია საქართველოში მიგრაციის პოლიტიკაზე. საუბარი შეეხო დოკუმენტების უსაფრთხოებასა და ბიომეტრიული პასპორტის მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთ გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს.