დაბადების მარეგისტრირებელი სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილებს მაღალი ხარისხის საიდენტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს

21457532_1377425265713443_4830091541816283002_oიუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი პროდუქტი ახალშობილებისთვის – სამშობიარო სახლები ახალი საიდენტიფიკაციო სამაჯურებით უფასოდ მომარაგდება.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მხარს უჭერს პარტნიორ სახელმწიფო დაწესებულებებს, საიდანაც ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ იღებს ცნობებს და სამშობიაროებს უფასოდ გადასცემს ახალშობილთათვის საიდეიტიფიკაციო სამაჯურებს.
საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმის, დახვეწილი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება.
ახალშობილის საიდენტიფიკაციო პირველი სამაჯურები, თელავში “სიხარულისა” და ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში დღეს დაბადებულ ჩვილებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა მოარგო.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამაჯურების სრული მარაგი, ტენდერის გზით, ევროპული კომპანია PDC Healthcare -სგან მიიღო. PDC (http://www.pdcorp.com/) ჯანდაცვის სფეროში გლობალური ლიდერია, სხვა მრავალ სამედიცინო პროდუქტებთან ერთად, კომპანია უზრუნველყოფს ახალშობილების უსაფრთხო, ანტიალერგიული, მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურების დამზადებას. კომპანიას 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ამ კუთხით და პროდუქტს აწარმოებს მსოფლიოს ინოვაციური საიდენტიფიკაციო სისტემების მეშვეობით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ახალშობილი იბადება. აღნიშნული სამაჯურებით მოხდება ახალბედა მშობლების მყისიერი ინფორმირება დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო უწყების თაობაზე. აღსანიშნავია, ის, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: „დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“.

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავენ შვილის პირველ სამაჯურს და ხშირად მას თვალსაჩინო ადგილზე განათავსებენ ხოლმე; სწორედ ამიტომ დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სტრუქტურა დედებსა და პატარა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის საინდეტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოამარაგებს