სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადება

sosoსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება თითოეული თანამემამულის განაცხადს. სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ მიმდინარე წელს 79 ფერეიდნელ ქართველ  ირანის მოქალაქეს უშუამდგომლა პრეზიდენტთან, რომ მათ საგამონაკლისო წესით მინიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეობა.

რაც შეეხება იმ რამდენიმე განმცხადებელს, რომელთაც უარი ეთქვათ საქართველოს მოქალაქეობაზე,  სერვისების განვითარების სააგენტო არ იყო უფლებამოსილი მოემზადებინა    დადებითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, რადგან არსებობდა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის უარყოფითი დასკვნა. აღნიშნული კომისია უწყებათაშორისია (მასში შედის, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ასევე პრეზიდენტის წარმომადგენელი) და მსჯელობს მოქალაქეობის მსურველი პირის კონსტიტუციის პირობებთან შესაბამისობაზე.

გასათვალისწინებელია, რომ საგამონაკლისო წესის გარდა, არსებობს საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, რა შემთხვევაშიც მოქალაქეობის მსურველ პირს მოეთხოვება კანონით დადგენილი ისეთი მოთხოვნების დაკმაყოფილება, როგორიცაა: სახელმწიფო ენისა და ისტორიის ცოდნა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობის მსურველი თანამემამულეები დააკმაყოფილებდნენ ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე დადგენილ პირობებს, სააგენტო  უპირობოდ დადებით დასკვნას გადააგზავნიდა პრეზიდენტთან.