15 მაისიდან ქობულეთში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება იწყება.

QobuleTiაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დღეს ქალაქ ქობულეთში,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ცნობისთვის, სამისამართო რეესტრის შექმნით, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაცია და  მისამართებზე იდენტიფიცირება გაუადვილდებათ. ქალაქ ქობულეთის დამისამართება 16 ივლისს დასრულდება.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამისამართების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები საქართველოს 20 ქალაქში დაასრულა. პროექტის მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირებას ახორციელებს. ამჟამად პარალელურად მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება 14 რაიონულ ქალაქში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემდეგი ქალაქების დამისამართება: ბათუმი (181848), ახალციხე (10223), გორი (76020), ხაშური(33791), მცხეთა(8852), ოზურგეთი(22036), ფოთი(55100),   საგარეჯო(6279),  სამტრედია(31041),  სენაკი(31190),  თელავი(32127), ზესტაფონი(15258), ზუგდიდი(60867), გურჯაან(2528).    პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ქალაქში 567 ათასზე მეტი რეგისტრაციის მისამართი დაზუსტდა.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც პირდაპირ კავშირშია საარჩევნო სიების მოწესრიგებასთან. როგორც ცნობილია, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, მიაწოდოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისათვის საჭირო მონაცემები. სერვისების განვითარების სააგენტოში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესადგენად აუცილებელი მონაცემების დახვეწა მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია დამისამართების პროცესის მოწესრიგება.

არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღების და ა.შ. დროს. აღსანიშნავია, რომ  შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება არ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად,

საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები.

დამისამართების პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას გააუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. სამისამართო სისტემის შექმნით ამ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება, ყველა სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. პარალელურად,  ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.