20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით, ახალი ტიპის პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა, მათთვის ვინც არის 16 წლის ან მეტის და არასოდეს აუღია ეს დოკუმენტი

9საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით, ახალი ტიპის პირადობის მოწმობა  უფასოდ გაიცემა, მათთვის ვინც არის 16 წლის ან მეტის და არასოდეს აუღია ეს დოკუმენტი.

აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით, დღეს, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა  იუსტიციის სახლების ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

აქციის ფარგლებში, მოქალაქე გათავისუფლდება პირადობის მოწმობის საფასურისგან, ფოტოსურათის გადაღებისა და ბანკის მოსაკრებლისგან.

დაკარგული ან დაზიანებული მოწმობის ნაცვლად,  ახალი პირადობის მოწმობა უფასოდ არ გაიცემა.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა გაბარათიანება ხელს უწყობს მონაცემთა ბაზების დახვეწას და საარჩევნო სიების სრულყოფას.

აქციის თაობაზე დამატებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  სერვისების განვითარების სააგენტოსა (sda.gov.ge) და იუსტიციის სახლის ვებ-გვერდებზე (psh.gov.ge); ასევე, skype-მისამართზე (sda.ge) და ტელეფონის ნომერებზე − 2 405 405 და 240 10 10.

ფოტო გალერეა