ტრენინგი ყალბი დოკუმენტების გამოვლენის საკითხებზე

P1018588ყალბი დოკუმენტების გამოვლენის საკითხებზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდათ..

სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტი წარუძღვა. შესაძლო ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამოვლენის კუთხით დაგეგმილი ტრენინგები, თავდაპირველად, სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ჩაუტარდათ და შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. ტრენინგის მონაწილენი, თავის მხრივ, მიღებულ ცოდნას ტერიტორიული სამსახურის უფროსებს, მთავარ სპეციალისტებს, საზოგადოებრივი ცენტრისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაუზიარებენ.

პირველ ეტაპზე, 16-17 აპრილს ტრენინგი ერთდროულად 5 რაიონში ჩატარდება: თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე. მოგვიანებით კი, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ყველა თანამშრომლის დატრენინგება მოხდება.

ფოტო გალერეა