გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

4I4A4057

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლის მოადგილეს ჰაი შელოუს და ამავე ორგანიზაციის  ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო  სერვისების განვითარების სააგენტოსთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირებისა და პრევენციის მიზნით ხორციელდება.

ამავე შეხვედრაზე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველო შეუერთდა მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის  დასრულების გლობალურ კამპანიას და  ამჟამად აქტიურად  აგრძელებს მუშაობას მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების სახელმწიფო სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. აღნიშნულ გეგმაში განსაზღვრული იქნება ის ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის წარმოშობის თავიდან აცილებას და ამგვარი სტატუსის მქონე პირთა შემცირებას.