GITI 2015

001სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო GITI 2015-ში მონაწილეობს.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მერვე რეგიონალურ კონფერენცია GITI 2015-ში მონაწილეობს.
კონფერენციის მონაწილეები ტრადიციულად წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ პროექტებს, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებს განიხილავენ.
წლევანდელ ღონისძიებაზე სერვისების განვითარების სააგენტო ორგანიზაციაში დანერგილ მნიშვნელოვან IT ინიციატივებს წარადგენს:
• ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის პროექტი;
• ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის და სერვისების მართვის ჩარჩოს დანერგვის პროექტი;
• მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემის პროექტი;
• პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და მიწოდების სისტემა;
• მონაცემთა კარგვის პრევენციის სისტემა;
• იდეების გენერაციისა და მართვის სისტემა Idea Box;
• ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების საშუალებით სახელმწიფო სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფის პროექტი;
• იუსტიციის სახლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების ხელმისაწვდომობის პროექტი
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მერვე რეგიონალური კონფერენცია, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბინზესსაბჭოს ორგანიზებით, 2008 წლიდან ტარდება. ამ პერიოდიდან სერვისების განვითარების სააგენტო კონფერენციის მუდმივი მონაწილე და IT პროექტების კონკურსის არაერთი ნომინაციის გამარჯვებულია. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ სერვისების განვითარების სააგენტო 2011 წლის ღონისძიების მთავარი ჯილდოს „წლის საუკეთესო IT სააგენტოს“ მფლობელია.
GITI 2015-ში 20-ზე მეტი სახელმწიფოს 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.