გეგუთის საზოგადოებრივი ცენტრის გამწვანება

10441407_705461072909869_2943286580808340842_n (1)28 მარტს 12:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელი გეგუთის საზოგადოებრივი ცენტრის ტერიტორიაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა, პროექტის ხელმძღვანელმა მარიამ ძაგნიძემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლებმა, საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ის კალათბურთელებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ხეები დარგეს.
პროექტის მიზანია გარემოზე ზრუნვა, სოფლის მოსახელობის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ადგილობრივების ჩართულობა გამწვანების პროცესში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, 120 ნერგი, იფანი და საპნის ხე „შ.პ.ს საქართველოს ნერგებ„-მა საჩუქრად გადასცა.
პროექტი 11 საზოგადოებრივ ცენტრს მოიცავს და ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით.
ამჟამად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების მანგლისისა და კოდის , ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი გომის, ხარაგაულის მინუციპალიტეტის სოფელი ხევის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი შორაპნის საზოგადოებრივი ცენტერბის გამწვანება უკვე დასრულებულია. მოლოდინშია ჯვრის, ჭალადიდის, ნიგოეთისა და სართიჭალის საზოგადოებრივი ცენტრები.

გეგუთის საზოგადოებრივი ცენტრის გამწვანება