SMS სისტემა მეზღვაურთათვის

PSDAეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად ახალი სერვისი დანერგა. ამიერიდან, მეზღვაურები მათ მიერ შემოტანილ კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატების განაცხადზე მიღებულ შესაბამის გადაწყვეტილებას  SMS-ის საშუალებით მიიღებენ.

სერვისი  მეზღვაურთათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად.

სერვისის დანერგვა შესაძლებელს გახდის მეზღვაურებმა დაზოგონ დრო და ხარჯები. მეზღვაურებს აღარ მოუწევთ სასურველი ინფორმაციის მისაღებად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დარეკვა, მისვლა ან რიგში დგომა.

SMS-ებს მიიღებენ მეზღვაურები ადრესატიდან: MTA.GOV.GE კომპეტენციის/კვალიფიკაციის/სხვა სერტიფიკატებზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილებებისას:

  • დაიშვას ტესტირება/გასაუბრებაზე
  • განუახლდეს გამოცდის გარეშე
  • დაიშვას ტესტირებაზე
  • დაიშვას გასაუბრებაზე
  • გაიცეს GMDSS სერტიფიკატი
  • გაიცეს შესაბამისი სერტიფიკატი