საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
facebook youtube
online consultation

ქორწინების რეგისტრაცია

ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მეუღლეებს შორის უფლება-მოვალეობებს წარმოშობს.

  • ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ქორწინების სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში და იუსტიციის სახლში.
  • საზეიმო ვითარებაში ქორწინების რეგისტრაცია  შესაძლებელია ჩატარდეს: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, სიღნაღის, ახალციხესა და მცხეთაში;
  • დასაქორწინებელ პირთა სურვილის შემთხვევაში, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს შენობის გარეთ, ნებისმიერ დროს და ადგილას.

 

აუცილებელი საბუთები
ქორწინების რეგისტრაციის ღირებულება

 

 

ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები

  • დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადება
  • დასაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • 16–18 წლამდე პირის ქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაში არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა და მშობლების წერილობითი თანხმობა,მზრუნველის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი თანხმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება ქორწინებაზე თანხმობის შესახებ
  • თუ დაქორწინების მსურველი პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში,წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი 
  • თუ განცხადებას წარადგენს დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი - წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: თუ ქორწინების რეგისტრაციის მსურველი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით. სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში ქორწინების რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი საბუთი.

 


ქორწინების რეგისტრაციის ღირებულება
 

სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალში 
ქორწინების რეგისტრაცია
უფასო
სპეციალური სარიტუალო ცერემონიალის თანხლებით 50 ლარი
ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით ქორწინების რეგისტრაცია შაბათ–კვირას 150 ლარი
ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით ქორწინების რეგისტრაცია

სამუშაო დღეს
90 ლარი

სააგენტოს ფილიალის შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია 170 ლარი

 

სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“ სარგებლობენ 10% -იანი შეღვათით.