სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნომ მიგრაციის პანელის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

paneli 1თბილისში  11-12 ოქტომბერს ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიგრაციის, მობილობისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის პანელი თემაზე – საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლის საკითხებზე.ორდღიანი შეხვედრა ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უკრაინის მისიის  თანაორგანიზებით მოეწყო. ღონისძიების მთავარი თემა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანიების წარმართვა იყო. პანელის მონაწილეთა ერთობლივი მუშაობის მიზანი კოორდინირებული მიდგომის გამომუშავება იყო, რომლითაც ევროკავშირი, მისი წევრი და პარტნიორი ქვეყნები იხელმძღვანელებენ კომუნიკაციისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ერთიანი სტრატეგიების განხორციელებისას. პანელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკომისიის, პარტნიორი საერთაშორისო სააგენტოების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოქალაქეთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების სფეროში წარმატებული პრაქტიკა განიხილეს, ერთმანეთს დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლებიც შეიძლება  მსგავსი კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე წარმოიშვას.

No comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>