სააგენტოს მმართველობა

სოსო გიორგაძე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე

 სოსო გიორგაძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე

სოსო გიორგაძე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას 2016 წლის დეკემბრიდან ასრულებს.

იუსტიციის სამინისტროში  მისი საქმიანობა 2013 წლის აპრილში   ადმინისტრაციის მრჩევლის  პოზიციით იწყება.  2013 წლის დეკემბრიდან  2014 წლის აპრილამდე სოსო გიორგაძე  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტად მუშაობდა. 2014 წლის აპრილიდან 2016 წლის დეკემბრამდე მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსი და ამავდროულად მოქალაქეობის საკითხთა  კომისიის თავმჯდომარე იყო.

სოსო გიორგაძემ განათლება 2005–2011 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. დამთავრებული აქვს იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.