ვის ენიჭება პირადი ნომერი რეგისტრაციის საფუძველზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ ნებისმიერი ასაკის პირს, რომელიც არ ფლობდა/არ ფლობს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან არ აქვს გავლილი რეგისტრაცია, როგორც საქართველოს მოქალაქეს, უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის საფუძველზეც მიენიჭება პირადი ნომერი.
ვინ შეიძლება იყოს განმცხადებელი
განცხადება ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გავლის და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს სრულწლოვანმა ქმედუნარიანმა პირმა, მხარდამჭერმა, არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა/მეურვემ/მზრუნველმა. განცხადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია მინდობილი პირის მეშვეობით.
სად შეიძლება განცხადების წარდგენა
რეგისტრაციის გავლის და პირადი ნომრის მინიჭების თაობაზე დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, სსიპ – იუსტიციის სახლს ან საზოგადოებრივ ცენტრს. განცხადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით.
როგორ შეიძლება რეგისტრაციის გავლა სახლიდან გაუსვლელად
სახლიდან გაუსვლელად პირადი ნომრის მინიჭებისათვის რეგისტრაციის გასავლელად სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციისათვის და მის საფუძველზე პირადი ნომრის მინიჭებისათვის
რეგისტრაციის გავლისა და პირადი ნომრის მინიჭებისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს:
რა დოკუმენტებით შეიძლება დადგინდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტი
რეგისტრაციის ვადა
უფლებამოსილი სამსახური პირს რეგისტრაციაში ატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
არასრულწლოვანი ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის მისამართზე რეგისტრაცია
არასრულწლოვანი ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის მისამართზე რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს არასრულწლოვანი ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. არასრულწლოვანი ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წერილობითი ფორმით გამოხატული თანხმობით.