ზოგადი ინფორმაცია

სტატუსი: მიმდინარე

ხანგრძლივობა: 2012-2015 (I ფაზა); 2015-2016 (II ფაზა); 2016-2019 (III ფაზა); 2019 -2020 (IV ფაზა)

დონორი/დამფინანსებელი: ევროკავშირი; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (სსგს)

პროექტში მონაწილე მხარეები/პარტნიორები (2019 წ. მდგომარეობით):

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) წევრი უწყებები: იუსტიციის სამინისტრო (თავმჯდომარე); შინაგან საქმეთა სამინისტრო (თანათავმჯდომარე); საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შრომის სამინისტრო); ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო; სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ფინანსთა სამინისტრო.

მიგრაციის სფეროში მომუშავე საერთაშორისო პარტნიორი/დონორი ორგანიზაციები: ევროკავშირი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR); და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: მიგრაციის ცენტრი, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

პროექტის მიზანი

ქმედების საბოლოო მიზანია ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით მიგრაციის მართვის გამართული და მდგრადი სისტემის დანერგვა საქართველოში, რაც ხორციელდება სსგს-ს და მისი სტრუქტურული ერთეულის – მსსკ-ს სამდივნოს მხარდაჭერით. შესაბამისად, პროექტი ხელს უწყობს მიგრაციის მართვის სისტემის რეფორმირების განგრძობით განხორციელებას, რაც მათ შორის განსაზღვრულია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გრძელვადიან ამოცანებში.

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • მსსკ-ს უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერება;
  • მიგრაციის სფეროში არსებული პროექტების კოორდინაცია;
  • კვლევითი საქმიანობა მიგრაციის სფეროში;
  • მიგრაციის სფეროში ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების და პოსტ-ვიზა ლიბერალიზაციის პერიოდში გათვალისწინებული აქტივობების შესრულების კოორდინაცია;
  • მიგრაციის სფეროს მარეგულირებელი სტრატეგიული და ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში, განხორციელების მონიტორინგში და შეფასებაში დახმარება;
  • მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შემუშავება და მართვა;
  • მიგრაციის სფეროში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური დახმარება;
  • მიგრაციის რისკების ანალიზის კონცეფციისა და შესაბამისი მეთოდოლოგიების შემუშავება;
  • მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ეროვნულ და რეგიონულ პოლიტიკაში ასახვის ხელშეწყობა;
  • მსსკ-ს წევრი უწყებებისა და სამდივნოს ანალიტიკურ შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა;
  • ჩართულობა მიგრაციის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებში;
  • მსსკ-ს სხდომების ორგანიზება და ა.შ.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ოფიციალური ვებგვერდი:HTTPS://www.migration.commission.ge/

პროექტის მიღწეული და მოსალოდნელი შედეგები

სტრატეგიული და ანალიტიკური დოკუმენტები:

შემუშავების პროცესშია მიგრაციის ახალი 2021–2030 წლების სტრატეგიის კონცეფცია და ა.შ.

საკოორდინაციო საქმიანობა: სამდივნოს ორგანიზებით წელიწადში მინიმუმ ორჯერ იმართება მიგრაციის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების საკოორდინაციო შეხვედრები, რომლებიც უზრუნველყოფს რესურსების ეფექტურ გადანაწილებას და საქმიანობათა დუბლირების აღმოფხვრას.

ჩართულობა საერთაშორისო პროცესებში: მსსკ-ს სამდივნო წარმოდგენილია და აქტიურად არის ჩართული მიგრაციის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებში (პრაღის პროცესი, ბუდაპეშტის პროცესი, მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი, მიგრაციის ევროპული ქსელი), რომელთა ფარგლებში ხდება მიგრაციის სფეროში არსებული მსოფლიო და რეგიონული ტენდენციების ურთიერთგაზიარება და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება.

აღნიშნულ საქმიანობათა შედეგად, ვითარდება და იხვეწება მიგრაციის მართვის სისტემა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული გრძელვადიანი ამოცანების შესაბამისად; ამასთან, გაზრდილია სსგს-ს შესაძლებლობები აღნიშნული მიმართულებებით.